მარნეულში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაჩეხილი დახვდა  

Read Time:26 Second

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ ელნურ მასიმოვს საკუთარ ბაღში 30 ძირი კაკლის ხე გაუჩეხეს. ფერმერმა მარნეულის სათემო რადიოსთან განაცხადა, რომ სულ 50-მდე კაკლის ხე ჰქონდა დარგული, პირველი მოსავალი კი გასულ წელს აიღო.

„ორი დღეა მიწის დასამუშავებლად გამოვედი და ხეები აღარ დამხვდა. არავისზე ეჭვი არ მაქვს, ვის ვუჩივლო, არც მინახავს. ვინც ეს ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს“, – ამბობს მასიმოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება არ შესულა, დღეს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარულ კერძ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
Next post უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა