უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

Read Time:36 Second

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დეფაქტო მთავრობის  წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს იგორ კოზაევს, ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერ რუსლან ტედეევს, ე.წ. დეპუტატებს, ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს, ასევე ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველ დავიდ გაზატის.

ამ ადამიანებს სანქციები დონბასში ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით ჩასვლის გამო დაუწესდათ.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიაში არის 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი. მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარნეულში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაჩეხილი დახვდა  
Next post ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციას – 9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული – თქვენ მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ