საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ამ ბმულზე. 50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.

Read Time:54 Second

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება.

50 ლარის ოდენობით შემწეობას 100001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი ყოველ 16 წლამდე წევრზე მიიღებს.

რიგ მუნიციპალიტეტებში, 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „კვების ბარათზე“ (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, „კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „კვების ბარათს“ (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს – „ლიბერთი ბანკი“ ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

„ლიბერთი ბანკის” ფილიალებიდან „კვების ბარათისა“ და საარსებო შემწეობის თანხის გატანა ხვალიდან, 21 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

„კვების ბარათით“ სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ამ ბმულზე. 50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
Next post აჭარულ კერძ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა