არჩილ თალაკვაძე: ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული  

Read Time:45 Second

 

„ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე, ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც ახალ ენერგიას, იდეებს და მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. თითოეული ადამიანის უკან დგას წარმატება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მისი სამშობლოს და თანამოქალაქეების მიმართ ერთგულება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ, პარლამენტი კიდევ უფრო მეტად თანაბარი, თანასწორუფლებიანი და შედეგზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა – უფრო სტაბილური იქნება.
„ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენ გვყავს გამოცდილი ლიდერები, გვყავს ადამიანები, რომელთაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება, კარგი განათლება და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამ ნიშნით იყო შერჩეული და დაკომპლექტებული ეს გუნდი. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მე-9 მოწვევის პარლამენტში იმუშავა. ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ჩვენ ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით ღირსეულად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში
Next post მაია ცქიტიშვილი-1 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა ძალადობრივ რეჟიმზე