ანგელა მერკელი ბელარუსის მთავრობას რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს

Read Time:27 Second

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის მთავრობას რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კანცლერის თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ბელარუსი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის.

ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა ბელარუსელ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე ნახევარი წელია, ანტისამთავრობო აქციებს მართავენ.

„მთავრობა იმის იმედზეა, რომ მსოფლიოს ამ შემთხვევაშიც დაავიწყდება ეს მამაცი ხალხი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. გერმანია და ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებენ იმ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევაში, როგორც უკვე გავაკეთეთ სანქციების სახით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია და ევროკავშირი არ აღიარებენ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარტვილში ოთხი სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
Next post თბილისში 1 300 მიკროავტობუსს დეზინფექცია ჩაუტარდა