თბილისში 1 300 მიკროავტობუსს დეზინფექცია ჩაუტარდა

Read Time:16 Second

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ 1 300 სატრანსპორტო საშუალებას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარა.

მიკროავტობუსები მგზავრებს ორშაბათიდან მოემსახურებიან, სამუშაო დღის დასასრულს კი, მათი დეზინფექცია მოხდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველდღიურად განხორციელდება მძღოლების თერმოსკრინინგი, ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში კი, მათ სწრაფი ტესტი გაუკეთდებათ.

ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, მიკროავტობუსებში ყველა მგზავრს მოეთხოვება, ეკეთოს პირბადე, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა, ხოლო ტრანსპორტის გადაადგილება სავალდებულოა ღია ფანჯრებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანგელა მერკელი ბელარუსის მთავრობას რეპრესიების დასრულებისკენ მოუწოდებს
Next post ხვალიდან საქართველოში შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება