ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გოგრიჭიანმა თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:20 Second

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი გოგრიჭიანმა, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჭაბუკთა პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირი გაიმართა ხაშურის სასპორტო სკოლაში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 254-მა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონ-პრიზიორები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გიორგი გოგრიჭიანმა (მწვრთნელი: ლევან ბარსონიძე) საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დაეუფლა ოქროს მედალს.

ის საქართველოს ნაკრების წევრია და უახლოეს მომავალში საქართველოს ღირსებას დაიცავს მსოფლიოს და ევროპის პირველობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაიკ პომპეო: მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ ხალხს
Next post ბანგლადეშელმა ქალმა ერთ თვეში ორჯერ იმშობიარა