ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს

Read Time:1 Minute, 2 Second

დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიამ პოზიცია ღიად დააფიქსიროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. ელისაშვილი მიმართავს ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, რომ ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

„სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბი და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო.

როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თითოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გარეთ გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ. დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, ამა თუ იმ პარტიამ პოზიცია ღიად დააფიქსიროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენიმე ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
Next post დავით ზალკალიანი: არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს