სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება
სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ვებგვერდზე დღეს ატვირთულ ბაზებში წარმოდგენილი იქნებიან სამი ბანკის მომხმარებლები: „საქართველოს ბანკს“, „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“.
„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება.
„აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის განცხადებით, ვებგვერდზე ყოველდღიურად დაემატება მომხმარებელთა ბაზები, რომლებსაც სესხები გაუნულდებათ.
„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს, შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ნანა კაკაბაძე: მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო – ამაზე ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენის განცხადებას...
კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ
„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ...
კახა კალაძე: რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები? კი ბატონო, გააკეთონ – ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე
"არ მაქვს ამის პრობლემა. როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, საკუთარი თავი ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა და მისი...
რომან გოცირიძე “ოცნების” დეპუტატებს: ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია – ყური დაუგდეთ გულის ხმას, ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" დეპუტატებს მიმართავს: "მიმართვა “ოცნების” დეპუტატებს უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც...
იონათამიშვილი: დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ შშმ პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს ყველაფერი – 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, დამჭირდა ეტლი – მაშინ 19 წლის ვიყავი
როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ...
სოზარ სუბარი: ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია უკარნახებს
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს...