3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული – ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგები

Read Time:30 Second

ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამშენებლო ჰიპერმარკეტზე რუსული ძალების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 38.

სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს ვიზიტორებისა და თანამშრომლების დროული ევაკუაციისთვის.

“თუმცა, განგაშის სიგნალიდან რამდენიმე წუთში შენობის ცენტრალურ ნაწილზე ორი დარტყმა მოხდა. თავდასხმის შედეგად გაჩნდა მასშტაბური ხანძარი”, – განმარტავენ კომპანიაში.

დაღუპულებს შორის, ორი სწორედ სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია, ხოლო 11 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ და ვერც უკავშირდებიან.

ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თავდასხმის მომენტს ასახავს.

შეგახსენებთ, 25 მაისს, ნაშუადღევს რუსული არმია თავს დაესხა ხარკოვის სამშენებლო ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრს“, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში შეძლეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ – კახა კახიშვილი
Next post დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა