84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სანქციები რომ დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ – კახა კახიშვილი

Read Time:37 Second

84 დეპუტატს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს რომ სანქციები დაუწესონ, ვისღა უნდა ელაპარაკონ?! მაშინ საელჩო უნდა დაკეტონ და წავიდნენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„შენ თვითონ სანქცია დაადო და მერე იმ ადამიანს ელაპარაკო, შენ თვითონ უხერხულ მდგომარეობაში ხარ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა, მათ შორის აშშ-ს ის ადმინისტრაცია რომელიც პასუხისმგებელია საქართველოდან ინფორმაციის მიწოდებაზე პირველი პირებისთვის, გადააფასებს, უფრო რაციონალურ ინფორმაციას მიაწვდის. ეს არის მტკივნეული პროცესი, ჩვენ ამ მტკივნეულ პროცესს გადავიტანთ და უკვე ყველა, საქართველოს სხვანაირად შეხედავს და შეაფასებს, როგორც საერთაშორისო პარტნიორის რანგში“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო – ამაზე ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
Next post 3 დაღუპული, 40-მდე დაშავებული და 11 დაკარგული – ხარკოვის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგები