კახა კალაძე: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

Read Time:1 Minute, 14 Second

„აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, მიუხედავად აშშ-ის მიერ მოსალოდნელ სანქციების დაწესებისა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს.

„წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის.

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე, ხომ არ არის ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა მათი მხრიდან, კახა კალაძე უპასუხა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.

„ბოლო წლებში ჩვენ ამ ტიპის არაერთი განცხადება მოგვისმენია. ჩვენ მხოლოდ მეგობრობას, პარტნიორობას და ჯანსაღ ურთიერთობებს მივესალმებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ამ ყველაფრის საპირისპიროა. ეს ქმედებები არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. რასაც აკეთებენ ახლა ამ სანქციების სახით, გამოდის, რომ ჩვენ მათი მეგობრები კი არა, მტრები ვართ. ვფიქრობ, ბოლო დროს არსებულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები? კი ბატონო, გააკეთონ – ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე
Next post ნანა კაკაბაძე: მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო – ამაზე ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?