რომან გოცირიძე “ოცნების” დეპუტატებს: ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია – ყური დაუგდეთ გულის ხმას, ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ

Read Time:41 Second

“ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართავს:

“მიმართვა “ოცნების” დეპუტატებს

უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებზე მაღლა და მომავალ სამშაბათს მხარს არ დაუჭერს აგენტების რუსულ კანონს? ამით თავსაც გადაირჩენს სამუდამო სირცხვილისაგან და მოღალატის დამღისაგან და ქვეყანასაც დაუტოვებს შანსს.

ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია, ნუ გგონიათ, რომ ის ერთი კაცი ყველაზე დიდია. ნუ გეშინიათ!

ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით ხმამაღლა: არა, რუსულ კანონს!

თუ როგორ უნდა მოიქცეთ სამშაბათს, ჰკითხეთ და უკეთ აგიხსნიან ამას თქვენი შვილები, მშობლები, ცოლები, ქმრები, ნათესავები, მეზობლები. გავრისკავ და ამ ჩამონათვალს მღვდლებსაც მივაწერ, იქაც არიან წესიერი ადამიანები.

ყური დაუგდეთ გულის ხმას. ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ.

აბა თქვენ იცით. სამშაბათამდე” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
Next post კახა კალაძე: რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები? კი ბატონო, გააკეთონ – ამით უკან დაგვახევინებენ და ქვეყანას დავთმობთ, ვინმეს ასე წარმოუდგენია? გადავიტანთ როგორმე