ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, მაგიდის აყირავება ევროპული პერსპექტივისთვის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით დაწყებულია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.
მისივე თქმით, ამ შეხვედრებს ოპოზიციიდან ნაწილი ესწრება, რაც ხალხის ნების წინააღმდეგ საბოტაჟს წარმოადგენს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკური შოუში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„სამუშაო პროცესი დეტალურად არის გაწერილი, დაწყებულია სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ამ ფორმატებში მონაწილეობას იღებს ოპოზიციის ნაწილი, მეორე ნაწილი შეხვედრებს არ ესწრება და ბოიკოტს, საბოტაჟს უცხადებს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტის ნებას ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით. როგორც კი საჭიროება იქნება, სამუშაო ფორმატიდან საკომიტეტო და შემდგომ პლენარული სხდომის ფორმატში გადავინაცვლებთ. კომიტეტებისა თუ პლენარული სხდომის მოწვევას ვერავინ დაგვასწრებს. კომიტეტების სხდომა ჩატარდა და შეგიძლიათ, ნახოთ, რომ მას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი არ დაესწრო. ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ. ოპოზიცია პროცესის გადაყვანას ასეთ რეჟიმში რომ ცდილობს, ეს არის მაგიდის აყირავება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესში იყოს ჩართული და ჩვენთან ერთად აკეთებდეს საქმეს, რაც საჭიროა ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და ხალხის არჩევანის პატივისცემისთვის, ამ დროს საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიცია პოლიტიკური შოუს ელემენტებსა და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობს, რაც საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს – დეპოლარიზაციაზე. ამიტომ ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა რომ მივიღოთ, ეს რეკომენდაციების პირველივე პუნქტის საწინააღმდეგოა და არ შეესაბამება დეპოლაროზაციის გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, თუ შემოგვიერთდებიან კარი ღიაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მიხეილ სააკაშვილი: იმ “9 წლის” მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება
მთავრობამ პრაქტიკულად დამოუკიდებელი უნივერსიტეტების დახურვა დააანონსა, ასევე რუსთავის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების ცენტრს შეგნებულად ახრჩობენ, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს...
ბრეგაძე: ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს ვწამლავდით – შეიძლება ზოგიერთს შერცხვა კიდეც, რომ ასე გულუბრყვილოდ გაება შავი ფულით ნაყიდ მახეში
საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილების შემდეგ შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც...
შოთა ხაბარელი: ჩვენო შვილებო, ხედავთ რამხელა ამბავი ატყდა ლომჯარიამ და გიგაურმა დეკლარაცია რომ არ შეავსონ?!
ისე უხარიათ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების დასანქცირება სხვა ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვეღარ ხვდებიან, როგორ მოხდა მათი, როგორც აგენტების სრული, აბსოლუტური ლუსტრაცია....
მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?!
"მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ...
მამუკა ხაზარაძე: “ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას! გააჩერეთ რუსული კანონი!
“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. "სახელმწიფო მდივნის მიერ...
“ქართული ოცნება”: შანტაჟი ვერ გვაიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ, სანქციები კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ...