ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ირკვევა, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა

Read Time:32 Second

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პატიმრობის შუამდგომლობას დაკავებულის სურვილის შესაბამისად, ადვოკატიც დაეთანხმა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 27 წლის ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა ცოლზე. პროკურორის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, გიორგი ფირაშვილმა მარიამ სოფრომაძის დახრჩობა სცადა. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა. უმძიმესი დანაშაული, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის მეუღლეს და 48 წლის სიდედრს ცეცხლი სანადირო თოფიდან მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ეტლით ბავშვს ასეირნებდნენ. ორივე ქალი ადგილზევე დაიღუპა.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: იმ “9 წლის” მონაპოვარი დაჩქარებული წესით წარსულს ბარდება
Next post “ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა – შეუცნობადია…” – მანანა ბერიკაშვილი ძმაზე