ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეუღლეს, რომელთანაც წლების განმავლობაში ბედნიერი თანაცხოვრება აკავშირებდა.
ლაშა ბასლანძე გასულ წელს, იტალიაში ყოფნისას, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი იტალიაში ქალიშვილთან, ელენესთან იმყოფებოდა.
მეუღლის გარდაცვალებიდან 1 წლის თავზე სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:
“არ ვიცი რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ. ერთი წელია შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი… მენატრები ძალიან ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები ადგილს ვერ ვპოულობ… ვერც სიტყვებს… უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა” – წერს სალომე ბაკურაძე.


