რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

Read Time:19 Second

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის კომუნიკაციების ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობილია, რომ ერდოღანის ირანში ვიზიტი 18-19 ივლისს არის დაგეგმილი. ის თურქეთისა და ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომას და სირიასთან დაკავშირებულ სამიტს დაესწრება.

სამიტზე სირიაში მიმდინარე პროცესები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, ჰუმანიტარული ვითარება და სირიელების ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხები განიხილება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, მაგიდის აყირავება ევროპული პერსპექტივისთვის
Next post ვიქტორ ყიფიანი: პირველად ვცადეთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ინტერპრეტაციით გავსულიყავით, რომ გვეთქვა ფართო საზოგადოებისთვის, თუ რა პრობლემები აქვს შვეიცარიის სისტემურ ბანკს, თუმცა მედიისგან დღემდე აუხსნელ წინააღმდეგობას წავაწყდით