ვიქტორ ყიფიანი: პირველად ვცადეთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ინტერპრეტაციით გავსულიყავით, რომ გვეთქვა ფართო საზოგადოებისთვის, თუ რა პრობლემები აქვს შვეიცარიის სისტემურ ბანკს, თუმცა მედიისგან დღემდე აუხსნელ წინააღმდეგობას წავაწყდით

Read Time:56 Second

„კრედიტ სუისის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში დარღვევების შესახებ განმარტებებს ივანიშვილის ადვოკატი აკეთებს. გუშინ გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ეწერა რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და მისი მოქმედებები ანგრევს მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის იმიჯს.

„ჩვენ პირველად ვცადეთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ინტერპრეტაციით გავსულიყავით. ჩვენი ინტერპრეტაცია ეფუძნებოდა იმას, რომ გვეთქვა ფართო საზოგადოებისთვის, თუ რა პრობლემები სჭირს შვეიცარიის სისტემურ ბანკს, რომელიც არის არის შვეიცარიული საფინანსო სექტორის განსახიერება, ერთგვარი სახე შვეიცარიული სახელმწიფოსი და გაგვეზიარებინა მათ შორის კანონმდებლისთვის, ფინანსური მარეგულირებლისთვის, რომ ამ ბანკს სჭირდება სხვაგვარი მიხედვა – უფრო სისტემური და კომპლექსური. მეტადრე, რომ ჩვენი ეს განზრახვა იყო ძალიან კეთილშობილური.

ჩვენ წავაწყდით დღემდე აუხსნელ წინააღმდეგობას, რომ ასეთი კეთილმოსურნე წაკითხვა სიტუაციის დღემდე არ არის ატაცებული მედიის მხრიდან. ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა დაბროკოლებას, დაწყებული ბანალურით – „ოფისში არ ვარ“ და დასრულებული – „ჯერჯერობით ვერ ვიცლი“. გლობალური ფინანსური ინსტიტუტი არ არის მხოლოდ კომერცია და ბიზნესი, იქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ნაირსახეობის ინტერესის კვეთა. აქედან გამომდინარე, ჩვენ განცხადებაში ვსაუბრობთ კიდეც, რომ ასეთი ოპონირების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა საფუძვლები და ინტერესები, რომლებიც შეიძლება სულაც ბიზნესის მიღმაა. დიდი ბიზნესი ყოველთვის დიდი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და თანამედროვე სამყაროში გამიჯვნა, თუ სად მთავრდება ბიზნესინტერესები და სად იწყება პოლიტიკური ინტერესები, ბუნებაში არ არსეობს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვლადიმერ პუტინს შეხვდება
Next post დავით მაღრაძე: წარმოგიდგენიათ ამერიკის მოსამართლე რომელიმე ქვეყნის ელჩმა დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს, ამას რა მოჰყვება? ჩვენ ბატონის ცვლილებისთვის კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთ