რატომ ვერ განიხილება რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის მიერ დასახელებული ოთხი საკითხი, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებიც არ გაუვლია. შალვა პაპუაშვილის განმარტება

Read Time:1 Minute, 4 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხის განხილვას ითხოვს, განუმარტა, რომ სხდომაზე ვერ განიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც, რეგლამენტის თანახმად, ჯერ კომიტეტებში არ არის განხილული.

„იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა. ამავე დროს, რიგგარეშე სხდომისთვის, დღის წესრიგის საკითხები განსახილველი არ გვაქვს, ვინაიდან იმ ოთხ საკითხს, რომელიც თქვენ [ოპოზიციის ნაწილმა] დაასახელეთ, ბიურო დღის წესრიგში ვერ შეიტანს, რადგან საკომიტეტო განხილვები და, შესაბამისად, წამყვანი კომიტეტების დასკვნები არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა პუნქტობრივად განიხილა ოპოზიციის მიერ დღის წესრიგად დასახელებული საკითხები და განმარტა, რომელი საკითხი რის გამო ვერ განიხილება რიგგარეშე სესიაზე.

პირველია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში, საერთოდ არ ეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხს. მეორე საკითხი, რომელიც საერთო სასამართლოებს ეხება, 12 პუნქტს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის გულისხმობს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას. არადა, პირიქით, 12-პუნქტიან რეკომენდაციებში, ევროკომისია გვთხოვს, რომ არამოსამართლე წევრები ავირჩიოთ. მესამე საკითხი, საერთო სასამართლოების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მეოთხე საკითხი, რომელიც ანტიკორუფციულ თემებს ეხება და დიდი პაკეტია, იმდენად მოცულობითი საკითხია, ჯერ კომიტეტშიც არ არის განხილული. მართალია, ეს 12 პუნქტის საკითხია, მაგრამ სწორედ ესაა ის საკითხი, რომელშიც თანამშრომლობაა საჭირო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი 12 რეკომენდაციის მთავარ ნაწილს ეწინააღმდეგება – რომ პროცესი ინკლუზიური და თანხმობისკენ მიმართული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე – „ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, საკითხების განხილვისთვის ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ
Next post ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, მაგიდის აყირავება ევროპული პერსპექტივისთვის