მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?!

Read Time:35 Second

“მადლობა ბლინკენს! სრული ლუსტრაცია! შეხედეთ ამ უჯიშოთა ჯიშის წარმომადგენლებს, რა დღეში არიან სანქციებთან დაკავშირებით! ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რად უღირდათ სამშობლო?! მათ მიერ გაყიდული და დაკარკული ტერიტორიები, ჩვენი გმირი მეომრების ბრძოლის ველზე მიტოვება, რეზოლუციაზე ხელის მოწერა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა, 300 000 ათასი პრობაციონერი, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები და გაუპატიურებული ქართველები, ბიზნესის წართმევები, მედიის დარბევები და ტერორი, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, გაყიდული ჯარი!” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ყველაფერი კეთდებოდა მათი მხარდაჭერით, ვინც ჩვენ, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მისი უსაფრთხოების დაცვის გამო სანქციებს გვიწესებს. მემგონი ყველაფერი გასაგები და ნათელია საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო. არჩევანი მარტივია: პირადი კეთილდღეობა თუ საქართველო!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: “ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას! გააჩერეთ რუსული კანონი!
Next post თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება