10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა
10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
კერძოდ, მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს – 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.
„გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.
ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია“,- აღნიშნულია შრომის ინსპექციის ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე შიო: ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს
ღვთის ხატება უბრალოდ მოცემული კი არ არის ადამიანისთვის, არამედ ეს არის ადამიანის ბუნების საფუძველი, რომელსაც ვერანაირი ცოდვა ვერ წაშლის და...
ზურაბ ჩიკვილაძე: თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 100%-ით დააფინანსებს
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ...
მეუფე იაკობი: თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი – ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! “მამული, ენა, სარწმუნოება”
"როდესაც ახალგაზრდა ხარ და რაღაცაზე ფიცს დებ, იმდენი ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისტორია წაიკითხო და იმათი მომავალი არ იყო -...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციის...
სტუ-ს საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის ოთხი ოქროს, 9 ვერცხლის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი...