სტუ-ს საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Read Time:45 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის ოთხი ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სტუ-ს ცნობით, საქართველოს პირველობა კადეტთა შორის ქუთაისში, ოლიმპიურ აუზზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და კლუბების ნაკრებებმა. ტურნირი ჩატარდა 2009-2010 წელში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წელში დაბადებულ გოგონათა შორის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი „ტონუსის” 12 მოცურავიდან რვამ მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულთა შორის არიან: სალი შერბაევა – ესტაფეტა (2 ოქრო 1 ვერცხლი); აკაკი მღებრიშვილი – ესტაფეტა (1 ვერცხლი,2 ოქრო); თინა აბზიანიძე – ესტაფეტა (2 ბრინჯაო); მარწყვიშვილი ლუკა – ესტაფეტა ( 1 ვერცხლი1 ბრინჯაო); ხიტალიშვილი მარიამი – ესტაფეტა (2 ვერცხლი); ერაძე ნინო – ესტაფეტა (2 ვერცხლი); მიქაშავიძე ნიკოლოზი – ესტაფეტა (1 ვერცხლი); ქაჯაია ანდრია – ესტაფეტა (1 ვერცხლი).

სტუ-ის ინფორმაციით, ასევე, საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის გოგონების ჯგუფმა, ოთხჯერ 100 თავისუფალი ყაიდა მოიპოვა ვერცხლის მედალი, ოთხჯერ 100 კომბინირებული ესტაფეტაში კი ვერცხლის მედალი. ხოლო, ვაჟების გუნდმა ოთხჯერ 100 კომბინირებული ესტაფეტაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა