ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტალზე: ეს არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის

Read Time:1 Minute, 1 Second

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიღომში განთავსებული საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტის მიღებას შეძლებს. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სივრცე აღჭურვილი იქნება ჟანგბადის ცისტერნებით.

„საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტალი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოს და კოვიდის მართვა ჰოსპიტალურ სექტორში გაგრძელდეს.

„ეს არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა
Next post პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებისთვის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება