10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა

Read Time:34 Second

10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, შრომის ინსპექციამ, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, 15-მდე ობიექტი დალუქა, 30 ფიზიკური და იურიდიული პირი კი დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, უშუალოდ შრომის ინსპექციის სამსახურმა 30 ეკონომიკური ობიექტი დააჯარიმა. 18 იურიდიულ პირს 10 000 ხოლო 12 ფიზიკურ პირს – 2 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრა. დაილუქა 13 ობიექტი.

„გრძელდება აქტივობები ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ქვეყნის მასშტაბით სულ 2391 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება განხორციელდა. გაიცა 2142 წერილობითი და 249 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

ქვეყნის მასშტაბით, კოვიდ რეგულაციების დაცვაზე მონიტორინგში შრომის ინსპექციასთან ერთად, ჩართულია მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, სურსათის ეროვნული სააგენტო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია“,- აღნიშნულია შრომის ინსპექციის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: ერთი და იგივე არარეიტინგული და უავტორიტეტო კადრების ტრიალი კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს პარტია შინაარსისგან დაიცალა
Next post ეკატერინე ტიკარაძე საველე ჰოსპიტალზე: ეს არის უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის