ზურაბ ჩიკვილაძე: თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 100%-ით დააფინანსებს

Read Time:33 Second

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის სრული დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება.

ზურაბ ჩიკვილაძე აღნიშნავს, რომ  მიღებული გადაწყვეტილებით,  ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის დაფინანსება 70 000 ლარის ნაცვლად 120 000 ლარი გახდება და შესაბამისად, ოპერაციის სრული, 100 %-იანი, ანაზღაურება მოხდება.

მისივე განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ტრანსპლანტაციის პროგრამა დადგენილი ტარიფის 70%-ით ფინანსდებოდა.

„ღვიძლის ტრანსპლანტაცია ეფექტიანი და ხშირად ერთადერთი რადიკალური მეთოდია ღვიძლით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ და ამ ოპერაციის სრული დაფინანსება შესაბამისი საჭიროების მქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღავათი იქნება“,  –  განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი: თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი – ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! “მამული, ენა, სარწმუნოება”
Next post რატი იონათამიშვილი: უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია – მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ