PHE: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ
AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნულს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) ანგარიში ცხადყოფს.
ანგარიშის თანახმად, იმ პირებისთვის, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ დოზას იღებენ, სიკვდილიანობის რისკი დაახლოებით 80%-ით ნაკლებია.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინის შემთხვევაში, სიკვდილიანობისგან დაცვა დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ხოლო ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ 97%-ია.
ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს იმუნიზაციის ხელმძღვანელმა, მერი რემსიმ განაცხადა, რომ ვაქცინების წყალობით, სიცოცხლეების გადარჩენა ყოველდღიურად ხდება .
„ეს ანალიზი ცხადყოფს, რომ ვაქცინა ძალზე ეფექტურია ზრდასრულების დასაცავად. ვაქცინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს Covid-19-ით სიკვდილიანობას ან სერიოზულად დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირებისა და სხვების დაინფიცირების შემთხვევებს. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღებ“, – აღნიშნა მან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე შიო: ადამიანის ბუნება – ეს არ არის რაღაც სიცარიელე ან არარაობა, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ღმერთის შვილობას, როგორც საფუძველს
ღვთის ხატება უბრალოდ მოცემული კი არ არის ადამიანისთვის, არამედ ეს არის ადამიანის ბუნების საფუძველი, რომელსაც ვერანაირი ცოდვა ვერ წაშლის და...
ზურაბ ჩიკვილაძე: თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციას 100%-ით დააფინანსებს
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ გაკეთებულ...
მეუფე იაკობი: თუ ვინმემ იმპერიის დაშლაზე რამე მსხვერპლი გაიღო, ეს იყო ჩვენი ერი – ილიას სიტყვებს შეცვლა რად უნდა?! “მამული, ენა, სარწმუნოება”
"როდესაც ახალგაზრდა ხარ და რაღაცაზე ფიცს დებ, იმდენი ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისტორია წაიკითხო და იმათი მომავალი არ იყო -...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მერვე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის საერთაშორისო გამოწვევები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენციის...
სტუ-ს საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს პირველობაზე კადეტთა შორის ოთხი ოქროს, 9 ვერცხლის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი...