ზურაბ ჯაფარიძე – ნიკა მელიას გათავისუფლების ფაქტი მნიშვნელოვანია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე

Read Time:29 Second

ის, რომ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები არის ქვეყანაში, ცხადია, კარგია ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეწყდა პოლიტიკური დევნა, ნებისმიერი რამ არის „ქართული ოცნებისგან“ მოსალოდნელი, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი მნიშვნელოვანია, – ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელის საპატიმროდან გათავისუფლებას.

მისი თქმით, ნიკა სამი თვე ტყუილად ჰყავდათ ციხეში.

„თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ევროკავშირმა სახელმწიფო გადამტრიალებელს გადაუხადა გირაო და გამოიყვანა გარეთ, ეგეთ რაღაცებისაც შეიძლება სჯეროდეთ ალბათ „ოცნების“ წევრებს და „ოცნების“ ამომრჩეველს, მაგრამ თავისთავად ეგ ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ როგორ უყურებს ევროკავშირი მელიას დაპატიმრების საქმეს. ეს იყო საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post PHE: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ
Next post აკაკი მინაშვილი-ჩემი პირადი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არ უნდა შევიდეს პარლამენტში