PHE: AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ

Read Time:34 Second

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის წინააღმდეგ მაღალი დონის დაცვას უზრუნველყოფენ. აღნიშნულს ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს (PHE) ანგარიში ცხადყოფს.

ანგარიშის თანახმად, იმ პირებისთვის, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ დოზას იღებენ, სიკვდილიანობის რისკი დაახლოებით 80%-ით ნაკლებია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინის შემთხვევაში, სიკვდილიანობისგან დაცვა დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ხოლო ვაქცინის ორივე დოზის მიღების შემდეგ 97%-ია.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს იმუნიზაციის ხელმძღვანელმა, მერი რემსიმ განაცხადა, რომ ვაქცინების წყალობით, სიცოცხლეების გადარჩენა ყოველდღიურად ხდება .

„ეს ანალიზი ცხადყოფს, რომ ვაქცინა ძალზე ეფექტურია ზრდასრულების დასაცავად. ვაქცინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს Covid-19-ით სიკვდილიანობას ან სერიოზულად დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირებისა და სხვების დაინფიცირების შემთხვევებს. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღებ“, – აღნიშნა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შეთანხმება კარგი შესაძლებლობაა ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებისთვის
Next post ზურაბ ჯაფარიძე – ნიკა მელიას გათავისუფლების ფაქტი მნიშვნელოვანია, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე