არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს
მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ის, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, არ იძლევა საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი გვერდზე გადავდოთ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. ჩემი მხრივ, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით მკაფიო განცხადებას პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორცილებისთვის, როდესაც პირველ რიგში, შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანა, შემდგომში ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი, მათ შორის, „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი – ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გადავდოთ გვერდით. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს იყო მკაფიო. ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდება მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დღეს, პოსტკოვიდურ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ კირზისში ჩვენ მაინც შევძლოთ ინვესტორებთან მუშაობა და მათი დაინტერესება ამ პროექტით“, – განაცხადა თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...