13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის სკულპტურის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება
დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბეჰემოტის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ბეჰემოტ ბეგის ქანდაკება – გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.
თითოეული კონკურსანტი სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში თავისუფალია.
ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი. რაც შეეხება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 120 000 ლარით, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება – არაუმეტეს 90 000 ლარით.
კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მოძრაობა შეიზღუდება! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის...
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც...
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში...
„ნახეთ, ეს საოცარი კადრები…“ – რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი...
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...