49 წლის ჯენიფერ ლოპესის ფოტოსესია InStyle-სთვის

Read Time:33 Second

ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა, მოცეკვავემ და პროდიუსერმა ჯენიფერ ლოპესმა InStyle-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენა ფანებს, რომ ამბიციებსა და ოცნებებს დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.

“ამბიციები რომ არ მქონოდა, სკოლის დასრულების შემდეგ დავქორწინდებოდი, შვილები მეყოლებოდა და ჩემი დეიდასავით ბანკში დავსაქმდებოდი. მაგრამ მე განსხვავებული ოცნებები და იდეები მქონდა”, – ამბობს მუსიკოსი.

ნოემბერში ლოპესის მონაწილეობით ახალი ფილმი Second Act გამოდის. როგორც ის ამბობს, ფილმის მთავარი გმირი მას რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან ჰგავს.

ფილმის გამოსვლამდე, შეგიძლიათ ჯენიფერ ლოპესის ფოტოსესია ნახოთ, რომელშიც 49 წლის ვარსკვლავი თვალისმომჭრელად გამოიყურება. კითხვაზე, თუ როგორ ინარჩუნებს ის ახალგაზრდობას, ლოპესი პასუხობს: “უარს ვამბობ კოფეინზე, ალკოჰოლზე და ბევრი მძინავს. თავს ყოველთვის ვუვლიდი და ასაკის მატებასთან ერთად, ეს უკეთ გამოჩნდა”.

წყარო: on.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა
Next post მაია ცქიტიშვილი – ფიზიკური დაპირისპირება, არჩევნების პოლარიზაცია და ნებისმიერი აგრესია არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული