მაია ცქიტიშვილი – ფიზიკური დაპირისპირება, არჩევნების პოლარიზაცია და ნებისმიერი აგრესია არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული

Read Time:28 Second

ფიზიკური დაპირისპირება არის ყოველთვის პრობლემა, არჩევნების პოლარიზაცია და ნებისმიერი აგრესიაც არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა არჩევნების შემდეგ, ახალქალაქში განვითარებული მობლენების შეფასებისას განაცხადა.

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„ფიზიკური დაპირისპირება არის ყოველთვის პრობლემა, არჩევნების პოლარიზაცია და ნებისმიერი აგრესიაც არის პრობლემა, რომელი მხარის მიმართაც არ უნდა იყოს გამოხატული. გამოვთქვამ კმაყოფილებას იმით, რომ რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იყო დაუყოვნებლივი. დაკავებულია როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ კონფლიქტის მონაწილე და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გამოძიება იქნება ობიექტური”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 49 წლის ჯენიფერ ლოპესის ფოტოსესია InStyle-სთვის
Next post რუსეთმა უკრაინის 322 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რომელთა შორის პოროშენკოს შვილი, იური ლუცენკო და იულია ტიმოშენკო მოხვდნენ