22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა – “როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა…”

Read Time:1 Minute, 16 Second

22 მაისს ლევან აბაშიძის დაბადების დღეა.

მსახიობსს 56 წელი შეუსრულდებოდა.

ლევან აბაშიძე, 29 წლის ასაკში, 1992 წელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტისას ზემო ეშერასთან დაიღუპა.

ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ კინოში 14-მდე როლის შესრულება მოასწრო.

როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი საშინლად ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. თუმცა, 5 სექტემბერს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრა, 6-ში დილით სოხუმში ჩავიდნენ, ხოლო 7 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…

” როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა “ლევან მიყვარხარ”, მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: “მე უფრო ძაან მიყვარხარ”, ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა “მეყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: “არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ.. !”

დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი “არა, მეგობარო”, რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ სუბიექტური კამერის საშუალებით დაამთავრა. ამ ფილმში ლევანს 1993 წელს კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებიათვის პირველი პრემია მიენიჭა, ხოლო ობერ ჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

1987 წელს ახალგაზრდა მსახიობი ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კი, ლევანს “ფრესკიდან გადმოსული” უწოდა.

ლევანმა პირველი როლი ლ. ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მიიღო, სადაც 14 წლის ლევანმა მთავარი გმირის შვილის როლი ითამაშა. პირველი მთავარი როლი ეკრანზე ჰქონდა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი ,,ვერცხლის დათვი” დაიმსახურა.
მას შემდეგ ლევან აბაშიძემ ოცამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი მხატვრული სახე შექმნა. განსაკუტრებით დასამახსოვრებელია მისი როლი ფილმ “ფესვებში.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დედა დააკავეს
Next post 2020 წლიდან სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება