აშშ-ის საელჩო: სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით...

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლის განხორციელებითაც საქართველოს და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა. მინისტრის თქმით, უწყებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისთვისაც არაერთი თემატური რეფორმა ტარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიდგომების კიდევ მეტად განვითარებისთვის, რომლის პროცესშიც თანაბრად გათვალისწინებულია უცხოელი პატიმრების ინტერესები და საჭიროებები. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი...