2020 წლის თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც მან განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ეს თბილისის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.
„ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი არის ის, რომ ქონების გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა კომერციული ორგანიზაციების შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა ქალაქში. შესაბამისად ეს ბიუჯეტის შემოსულობებზე აისახა. მეორე ეს არის EBRD -ის სესხი 80 მილიონი ევროს ოდენობით. ამ თანხას თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით ავტობუსების შემოყვანისთვის დახარჯავს და ქალაქში ძველი, ამორტიზებული ტრანსპორტი ჩანაცვლდება,“ვ- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიებს, გაზრდილ სოციალურ პროგრამებს.
„ეს ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და დინამიური გახდება. ბიუჯეტის ასეთი ზრდა უპრეცენდენტო მოვლენაა,“- დასძინა ოთარ გრიგოლიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს
საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia -...
ლარში აღებულ 180 ათასზე მეტ სესხზე პროცენტი მცირდება
მომავალი თვიდან ლარში აღებულ სესხებზე ყოველთვიური შენატანი მცირდება. სესხის პროცენტის შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ, 13...
ლევან დავითაშვილი – გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, რათა ინფლაციური წნეხი მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო
ჩვენ მოვახდინეთ ინფლაციის კონტროლში მოქცევა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ...
მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნები საცხოვრებლად – რომელ ადგილზეა საქართველო?
numbeo ცხოვრების ღირებულების 2024 წლის ინდექსს აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია წარმოდგენილი. ქვეყნები, რომლებსაც 100-ზე ნაკლები ქულა აქვთ, შედარებით...
“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები რომ საქართველოში იფრინონ”
ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თაღლითებმა არ აიღონ სესხი თქვენი სახელით
აკონტროლეთ ვის აქვს წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე და შეამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია. თაღლითებს ნამდვილად შეუძლიათ უცხოსგან სესხის აღება. მომხმარებელი კი...