მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის წყარო შესაძლოა, გველები იყვნენ

Read Time:31 Second

გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყვნენ, – ამის შესახებ CNN-ი ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს. კვლევის ავტორები, რომელთაც მონაცემები ვირუსოლოგთა ჟურნალში გამოაქვეყნეს, ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი არის ორი კორონავირუსის ნაერთი. მათ მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მკვლევარები აცხადებენ, რომ ვირუსის წყარო დიდი ალბათობით გველები იყვნენ.

„გველები ასევე იყო უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“,-აცხადებენ მეცნიერები.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება
Next post ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ