17 მაისიდან H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში შეიკერება

Read Time:46 Second

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნის.

17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს კომპანია H&M-სგან.

შპს „ემჯიემტექს“-ი ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოა. თავად შპს „ემჯიემტექსი“ კი რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა.

საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.

რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას – საწყის ეტაპზე 1 200 000 ლარია, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტირებას აპირებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია უნდა ხედავდეს მზეს!
Next post გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა