ხატია უნდა ხედავდეს მზეს!

Read Time:38 Second

,,ძვირფასო მეგობრებო!ჩვენ,სულ ცოტაოდენი ხნის წინ,ვიუწყებოდით მიმდინარე წლის 26 აპრილს თერჯოლაში ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ,რომელიც თერჯოლელი 18 წლის გოგომას-მარიამ კლდდიაშვილის
თანადგომას გამოხატავდა,დღეს დილით კი გამცნეთ,თუ რაოდენ სჭირდებოდა ჩვენი დახმარება რეანიმაციაში მყოფ ჩვენთვის უცნობ ხატია კვიციანს(1-ელ ფოტოზე მარიამ კლდიაშვილი,მე-7 ფოტოზე ხატია კვიციანი)…
დღეს უნდა ჩაგვერიცხა მარიამ კლდიაშვილისათვის ღონისძიებაზე შემოსული თანხა და მივიღეთ უთბილესი მესიჯი,რომლიდანაც მხოლოდ ბოლო სტროფებს შემოგთავაზებთ:გთხოვთ,ჩემთვის ჩასარიცხი თანხიდან 100 ლარი ჩაურიცხოთ თქვენს მიერ ფეისბუქზე გაზიარებულ-რეანიმაციაში მყოფ ხატია კვიციანს.მსურს,მცირედით მაინც გამოვხატო პატივისცემა იმ საზოგადოების,რომელმაც მე თანადგომა გამომიცხადა-მარიამ კლდიაშვილი…
სიკეთე გადამდებია ყოფილა მართლაც!დედამიწას მართლაც სიყვარული ატრიალებს!აბა,ვნახოთ,კიდევ ვის გადაედება ეს სანატრელი სენი-ჩვენი ჯიშის და მოდგმის სიყვარული!.. ხატია უნდა ხედავდეს მზეს!”- წერს ფეისბუქის” მომხმარებელი თენგის გაგოშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყირიმის ხიდი გაიხსნა
Next post 17 მაისიდან H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში შეიკერება