ანდრია გვიდიანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონ რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი

Read Time:51 Second

ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონ რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი; გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება, – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

როგორც გვიდიანი წერს, „ნაციონალური მოძრაობის“ უნიჭო ლობირება საქართველოს მეგობრობა არ არის.

,,თუ საქართველოსთან არაფერ შუაში მყოფმა, ქალბატონმა რასამ ვერ გაიგო რომ: ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ავტორიტეტული ქართველია; ბიძინა ივანიშვილი არა „რუსი ოლიგარქი”, არამედ უდიდესი პატრიოტია; ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აბსოლუტური ნდობით სარგებლობს; ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დატოვებული გუნდი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია; ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი ავტორია; ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის არათუ რამე დაუშავებია, არამედ კარგის მეტი არაფერი უკეთებია. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი მეცენატია; ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული; მაშინ დავეხმარები რომ გაიგოს, რომ:

ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონ რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი. გროშების სანაცვლოდ, დღისით მზისით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა არ შეიძლება. „ნაციონალური მოძრაობის” უნიჭო ლობირება, საქართველოს მეგობრობა არ არის.” წერს გვიდიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ვიყავით მართლები – ექვსთვიან ვადას ჩვენ „ხაფანგი“ დავარქვით
Next post ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს