ყირიმის ხიდი გაიხსნა

Read Time:18 Second

ყირიმის ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს დაუკავშირდება, ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

საავტომობილო მოძრაობა ხიდზე ხვალიდან დაიწყება. ხიდი, რომელიც ყირიმს და კრასნოდარს აკავშირებს, 19-კილომეტრიანია.

თავდაპირველად ხიდის გახსნა დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის ვადაზე ადრე გაიხსნა.

ყირიმი რუსეთს 2014 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ შეუერთდა. უკრაინა რუსეთს ოკუპაციაში ადანაშაულებს და ამ რეგიონის დაკარგვას არ აღიარებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნუნუ ბიწაძე-ბაია პატარაია არის ეშმაკზე დამყნობილი თხა
Next post ხატია უნდა ხედავდეს მზეს!