10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, მას წითელაც ჰქონდა

Read Time:37 Second

საქართველოში 10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას წითელაც ჰქონდა. ეს ინფორმაცია imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა განუცხადეს, რომ ჯერ უცნობია ბავშვის გარდაცვალების წამყვანი მიზეზი “ღორის გრიპი” იყო თუ წითელა. ამასთან, ჩვილი სტაციონარში არ გარდაცვლილა.

საქართველოს “ღორის გრიპით” გარდაცვალების ეს უკვე მე-16 შემთხვევაა.

საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა ბოლო მონაცემებით ასეთია: ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.

უწყების ინფორმაციით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ავადობა 253-მდეა შემცირებული.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა. კერძოდ, რეგიონებში გამოძახების მაჩვენებელი 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული, საიდანაც 42-ის მდგომარეობა მძიმეა. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Next post გიგა მაქარაშვილი-ნაგვის თავზე დაყრა კი არა, არცერთი კანონდარღვევა არ უნდა შერჩეს არავის!