გიგა მაქარაშვილი-ნაგვის თავზე დაყრა კი არა, არცერთი კანონდარღვევა არ უნდა შერჩეს არავის!

Read Time:1 Minute, 4 Second

,,ნაგვის თავზე დაყრა კი არა, არცერთი კანონდარღვევა არ უნდა შერჩეს არავის!
დღეს ბოლო გამაფრთხილებელი განცხადება შევიტანე საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia-ში!

საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ შალვა თადუმაძეს მოქალაქე გიორგი მაქარაშვილის
განცხადება

ბატონო მთავარო პროკურორო, მოგმართავთ ჩემს მიმართ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე

კერძოდ: 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქალაქ გორის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი ფორმით გავაპროტესტეთ ქალაქის მერის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, სადაც რუსეთ-საქართველს ომის დაწყებაში ჩვენი ქვეყანა დაადანაშაულა.
მე, ჩემს ორ მეგობართან ერთად თბილისიდან ჩავედი გორში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესასვლელთან დავაწყე საქონლის ხმელი ფეკალია და იქვე ხორბალი, რომელიც საგანგებოდ შევიძინე. პროტესტის დასრულების შემდგომ, როცა ჩვენ.თვითონ ვასუფთავებდით ტერიტორიას, ზურგიდან მომეპარა მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, თემურ მანველიშვილი და თავზე დამამხო ნაგვით სავსე ურნა.
აღნიშნული დაფიქსირებულია კადრებში, გადაიცა წამყვანი ქართული და უცხოური მედიასაშუალებების მიერ.
ფაქტზე პროკურატურამ მოქმედება მომენტალურად დაიწყო, თუმცა მალევე გააჩერა საქმე. უკვე სამი თვეა უშედეგოდ ვითხოვ დამნაშავის სათანადოდ დასჯას, რასაც ელოდა მთელი საზოგადოება და ამაზე რეიტინგულ თოქ შოუებში და სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ.
მოგმართავთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ განრისხებული ათასობით ახალგაზრდის სახელით, რომლებმაც მომანიჭეს მანდატი მათი სახელით ვილაპარაკო, გთხოვთ, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება, რათა თავიდან იქნას აცილებული საყოველთაო ურნის დამხობის პრაქტიკა, ამჯერად პროკურორების და საჯარო მოხელეების მიმართ
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ შემხვდეთ პირადად თქვენ ან თქვენი რომელიმე მოადგილე.

მადლობა წინასწარ,
პატივისცემით გიგა მაქარაშვილი”- მოქალაქე გიგა მაქარაშვილი პროკურატურას მიმართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, მას წითელაც ჰქონდა
Next post ეგვიპტელი სტუდენტი საქმროსთან ჩახუტების გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს