ჯუანშერ ბურჭულაძე: ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ

Read Time:32 Second

კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ ხავიერ კოლომინას, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული სწავლებები განიხილეს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხავიერ კოლომინა ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: ყველას, ვინც დაბადებულია 1-ელ ნოემბრამდე და უსრულდება 6 წელი, უფლება აქვს შევიდეს სასკოლო განათლებაში. ვფიქრობთ, ყოველწლიურად 1 თვით გადავწიოთ ეს ვადა და 2 წელიწადში მივალთ 31 დეკემბრამდე
Next post ნიკა გვარამია: საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა – ბელოგრუზიაა