გიორგი ამილახვარი: ყველას, ვინც დაბადებულია 1-ელ ნოემბრამდე და უსრულდება 6 წელი, უფლება აქვს შევიდეს სასკოლო განათლებაში. ვფიქრობთ, ყოველწლიურად 1 თვით გადავწიოთ ეს ვადა და 2 წელიწადში მივალთ 31 დეკემბრამდე

Read Time:39 Second

იცით, რომ კიდევ ერთი თვით გადავწიეთ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადა, ანუ ყველას, ვინც დაბადებულია 1-ელ ნოემბრამდე და უსრულდება 6 წელი, უფლება აქვს შევიდეს სასკოლო განათლებაში, – ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განმარტა რა გეგმები აქვს უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ ყოველწლიურად 1 თვით გადავწიოთ [ეს ვადა] და უკვე 2 წელიწადში მივალთ 31 დეკემბრამდე, რაც მიგვაჩნია ყველაზე სწორ, სამართლიან წყალგამყოფად სასკოლო ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით. ეს არის ნებაყოფლობითი. სულ არის მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა ბავშვი არ იყოს მზად სასკოლო გარემოსთვის, ეს ერთი თვეც კი მნიშვნელოვანია ამ ასაკში. ამიტომ, ჩვენ ეს საკითხი გავხადეთ ნებაყოფლობითი და მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგად თუ ვინმემ იცის მისი შვილის უნარები და მზაობა, ეს არიან მშობლები. ამიტომ მშობლები თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ ბავშვები სასკოლო სივრცეში თუ დატოვონ ბაღებში“, – განმარტა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაბრიჭიძე: ფეიკ-ევროპელებს, რომლებიც შფოთავენ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ არისო, ვერანაირად ვერ აუხსნი, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა
Next post ჯუანშერ ბურჭულაძე: ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ