ჯანმოს დირექტორი: ამ ეტაპზე სრულად აცრილ ჯანმრთელ ადამიანებში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენების ხილვა არ გვსურს

Read Time:39 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

„ერთი თვის წინ, მოწოდება გავაკეთე, რომ გამაძლიერებელ დოზებზე, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე გლობალური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რათა პრიორიტეტი მივანიჭოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, რომლებსაც პირველი დოზა ჯერ არ მიუღიათ. მას შემდეგ გლობალურ სიტუაციაში მცირედი ცვლილებები მოხდა. ამიტომ დღეს მორატორიუმის დაწესებას, სულ მცირე, წლის ბოლომდე ვითხოვ, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს თავისი მოსახლეობის, სულ მცირე, 40%-ის აცრა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ მესამე დოზა შეიძლება საჭირო გახდეს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, როდესაც არსებობს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის დაქვეითების მტკიცებულება.

„ამ ეტაპზე სრულად აცრილ ჯანმრთელ ადამიანებში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენების ხილვა არ გვსურს“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა
Next post როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში