ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ

Read Time:35 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვირუსის პანდემიასთან ბრძოლა გააორმაგონ.

ჟენევაში დიპლომატებთან შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ღებრეიესუსმა თქვა, რომ ვირუსის პანდემიად გამოცხადება ქვეყნების მხრიდან დანებებას არ ნიშნავს და შეკავების ღინისძიებების შემსუბუქება, არასწორი და სახიფათოა.

ღებრეიესუსის განმარტებით, შეკავების სტრატეგიის დროს, ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ჯანმრთელობის დაცვას, ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების პრევენციასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას შორის.

შეგახსენებთ, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შეთმხვევები გამოვლინდა პოლონეთში, ავსტრიაში და ალჟირში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთის ცენტრალური ბანკი ძველი ბანკნოტების ეტაპობრივად ახლით ჩანაცვლებას გეგმავს.

„კოვიდ 19“-ით დაღუპვის 75 ახალი შემთხვევა დადასტურდა ირანში. ჩინეთში კი აცხადებენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ერთი დღის განმავლობაში ვირუსით მხოლოდ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 1 318 კი გამოჯანმრთელდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იმნაძე: მზად ვართ, კორონა ვირუსთან დაკავშირებით აფხაზებსა და ოსებს აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება
Next post ქართულმა ოცნებამ” მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა – ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს