ხატია წილოსანი: ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ

Read Time:38 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%.

„ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგი არის ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი გზა. ხელისუფლება საწყისი ეტაპიდანვე ძალიან აქტიურად ცდილობდა ხეობაში კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებას. გარემოს ზემოქმედების შესახებ კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, მაგალითად, ჰესის მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია მოსახლეობასთან გაიმართოს კონსულტაციები და გაზიარებული იყოს მათი მოსაზრებები. ყველა პროცედურული ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელ საქმიანობას, პროცედურების შესაბამისად იყო გავლილი. არასწორია საკითხის დასმა ისე, უნდა აშენდეს თუ არა ჰესი. ენერგომოხმარება ​ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება 8-დან 12 პროცენტამდე. ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსის მაქსიმალური ათვისება უნდა მოხდეს. 433-მეგავატიანი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, გამოიმუშაოს ენერგიაზე დღეს არსებული მოთხოვნის 12%“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: გახარიას რეიტინგს განაპირობებდა „ქართული ოცნება“, ახლა ვნახოთ ინდივიდუალურად ვის რა რეიტინგის დაგროვება შეუძლია
Next post მაია ბითაძე – ნებისმიერ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესზე“, თუ სხვა თემებზე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, გადახედონ იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს