მაია ბითაძე – ნებისმიერ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესზე“, თუ სხვა თემებზე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, გადახედონ იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს

Read Time:44 Second

ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესთან“, თუ სხვა თემებთან დაკავშირებით პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, რომ გადახედონ საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივაზე, რომელმაც დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს.

„ლელოს“ ეტყობა, არ აქვს ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდზე, როდესაც  აცდენდნენ საპარლამენტო სხდომებს. გარემოს დაცვის კომიტეტმა დარგობრივ ეკონომიკის კომიტეტთან ონლაინტრანსლაციით საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც მოწვეული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. სწორედ ამ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დაიწყო პროექტთან დაკავშირებით მეტი საჯარო ჩართულობა, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროში. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია რაიმე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით და სხვა თემებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ საპარლამენტო საქმიანობის იმ პერიოდს გადახედონ, როდესაც არ ესწრებოდნენ და აცდენდნენ საკომიტეტო სხდომებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია წილოსანი: ალტერნატიული ბუნებრივი რესურსების არარსებობის პირობებში, ჰიდრორესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ
Next post დავით სერგეენკო – მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა, თუმცა გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა ღირებულებების ცვლილება და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან