დავით სერგეენკო – მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ გახარიაზე ცუდი ვთქვა, თუმცა გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა ღირებულებების ცვლილება და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან

Read Time:53 Second

რეიტინგები შარშანდელი თოვლივით ქრება და მინიმალური სოციალური კაპიტალი მოჰყვება ხოლმე. დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. გიორგი გახარია რამდენად კონკურენტი იქნება და ვის ხმებს წაიღებს, ოპოზიციის თუ პოზიციის, ამის შესაფასებლად ერთადერთი საშუალებაა, რომ მისგან მისი ხედვა მოვისმინოთ და ვნახოთ, რა გუნდით აპირებს ამ საქმის გაკეთებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას გუნდის გეგმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

„მისი გუნდის წევრებისგან მხოლოდ მმართველი ძალის კრიტიკას ვისმენ, თავად რას და როგორ აპირებს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე: „გიორგი გახარია პრემიერი იყო და ცვლილებებისთვის ბერკეტები ჰქონდა. რამდენად გულწრფელი იქნება ოპოზიციონერის რანგში ცვლილებებზე საუბრისას? მმართველი გუნდი უშლიდა ხელს თუ ახლა სხვა პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა“, სერგეენკომ განაცხადა, გაუჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა გახარიას ღირებულებების ცვლილება.

„ამ თვალსაზრისით არის პოლიტიკური და მენეჯერული ნაწილი. მენეჯერული მიმართულებით ენა არ მომიბრუნდება, რომ ცუდი ვთქვა. წლები მასთან ვმუშაობდი და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, ვინც კი მინახავს და ვისაც კი ვიცნობ. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ღირებულებები იცვლება ხოლმე და გამიჭირდება ანალიზი, რამ განაპირობა მისი ცვლილება, რამ შეუშალა ადრე ხელი და რას აპირებს ახალი გადმოსახედიდან“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ბითაძე – ნებისმიერ პარტიას, ვიდრე „ნამახვანჰესზე“, თუ სხვა თემებზე პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს, მოვუწოდებ, გადახედონ იმ პერიოდს, როდესაც არ ესწრებოდნენ საკომიტეტო სხდომებს
Next post ირაკლი კოვზანაძე: ლარის გამყარება მონეტარული საპროცენტო განაკვეთის ზრდამ გამოიწვია