ცოტნე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფს მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს

Read Time:56 Second

მთავარ პროკურატურაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძის შეხვედრა შედგა. როგორც ცოტნე გამსახურდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება და მას მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს.

„ჩვენ დღეს გვქონდა მთავარ პროკურორთან საუბარი. მას გავაცანით საქმეში არსებული ვითარება. შემდეგ უკვე გადავედით ჩვენს მოთხოვნებზე, შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელი გამომძიებლებითა და ექსპერტებით და ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგეს ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი. მთავარმა პროკურორმა გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები როგორც საქმეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისე სამომავლოდ, მიიღო ჩვენი შეთავაზება ერთი კორექტირებით, – ჯგუფს ის თავად უხელმძღვანელებს. ჩემთვის საკმარისია ეს გარანტია, რომ მთავარი პროკურორი თავად იღებს პასუხისმგებლობას ამ საქმის ხელმძღვანელობაზე და დღეს ჩვენ ვწყვეტთ საპროტესტო აქციას. იმედი მაქვს ეს ყველაფერი არ გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა მისი წინამორბედების დროს“, – აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა კიდევ 5 წლით, 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ.

ორი დღის წინ კონსტანტინე გამსახურდია სტენოკარდიული შეტევით ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “გიორგიმ მომარჯვებული დანა დაარტყა ჯერ დავითს, შემდეგ რუსლანს და…” – რა განაცხადეს ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებულებმა პროცესზე?
Next post წლის საუკეთესო ახალგარზდა სპორტსმენად რევაზ დავითაძე დასახელდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება 2018